Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გასულ წელს საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 39% მარჯვენასაჭიანი იყო

58fcbc1325f69
BM.GE
23.04.17 18:35
1271
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტმა 2016 წელს მთელი იმპორტის 38,9% შეადგინა, ხოლო, რაც შეეხება რეექსპორტს, მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების რეექსპორტი 37%–ით შემცირდა და საერთო რეექსპორტის 8% შეადგინა.

2016 წელს საქართველოდან ექსპორტ-რეექსპორტირებული ავტომანქანების უმრავლესობა კვლავ სომხეთსა (57%) და აზერბაიჯანში (9%) გადის, თუმცა აზერბაიჯანში გაყვანილი ავტომანქანების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 62%-ით შემცირდა, ხოლო სომხეთში გაყვანილი ავტომანქანების რაოდენობა - 25%–ით.

იმპორტიორ ქვეყნებში იაპონია კვლავ ლიდერია. იაპონიიდან იმპორტმა 2016 წელს მთელი იმპორტის 45% შეადგინა.