20.Jan.2016 16:15
Financial Sector

გასულ წელს საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

გასულ წელს საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
გასულ წელს საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 2015 წლის იანვარ-დეკემბერში, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 537 მილიონ 394 ათასი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკების წმინდა მოგება ბოლო წლებია ზრდით ხასიათდება, - ნახევარ მილიარდ ლარზე მეტის წმინდა მოგება კი ბანკებმა 2015 წელს პირველად მიიღეს.
 
შედარებისთვის 2014 წელი ბანკებმა 474 მილიონ 808 ათასი ლარის მოგებით დაასრულეს, 2013 წელი 389 მილიონით, 2012 წელი 134 მილიონით, 2011 წელი 323 მილიონით, ხოლო 2010 წელი კი 156 მილიონის წმინდამოგებით.

გასულ წელს ბანკებმა 3 მილიარდ 454 მილიონი ლარის მოგება მიიღეს, ხარჯებმა კი 2 მილიარდ 834 მილიონი ლარი შეადგინა. მოგებიდან მილიარდ 982 მილიონი ლარი მოდიოდა სესხებზე. ხარჯებიდან 557 მილიონ 674 ათასი ლარი დეპოზიტებზე მოდიოდა, 937 მილიონ 578 ათასი ლარი შეადგინა პროცენტულმა ხარჯებმა.

საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1-უცხოური ბანკის ფილიალით.



17.Feb.2019 20:22
149

Advice for Government from Mamuka Khazaradze - "Offer Special Conditions to All Georgian Businessmen Living Abroad"

More
16.Feb.2019 01:07
213

TBC Bank Filed a Lawsuit against National Bank of Georgia

More
16.Feb.2019 00:53
142

IMF on TBC Bank Case: We Consider that NBG is Doing its Job

More
14.Feb.2019 20:20
159

NBG demands Mamuka Khazaradze to leave TBC Board

More
14.Feb.2019 00:04
100

Bakhtadze - excessive indebtedness was the problem for economy

More
08.Feb.2019 23:29
127

Georgian Banks ranked by 2018 earnings

More