05.Jan.2016 14:00
Business

გასულ წელს ქართული ღვინის ექსპორტი 39 პროცენტით შემცირდა

გასულ წელს ქართული ღვინის ექსპორტი 39 პროცენტით შემცირდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36 071 399 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 98 102 614 აშშ დოლარს შეადგენს.
 
„წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის მკვეთრი მატება წლის ბოლომდე შენარჩუნდა ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე - ჩინეთში, სადაც ქართული ღვინის ექსპორტის ზრდამ 122%-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 2 672 154 ბოთლი. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.

ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში: პოლონეთი 3% (1 600 302 ბოთლი), რომელიც ქართული ღვინის სტაბილურ, მზარდ ბაზარს წარმოადგენს. ასევე, ლიტვა - 4% (658 666), ესტონეთი - 54% (506 124), ნიდერლანდები - 58% (51 432), საფრანგეთი - 190% (37 956), დანია - 100% (34 840) და სხვა.

ასევე აღსანიშნავია ექსპორტის ზრდა ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ - 31% (248 075), კანადა - 48% (157 836), იაპონია - 5% (138 290), ექსპორტი აგრეთვე გაიზრდა ყირგიზეთში - 79% (185 514), ისრაელში - 48% (35 820), კორეაში - 37% (24 054) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 18 308 177, ყაზახეთი - 5 195 949, უკრაინა - 3 412 453, ჩინეთი - 2 672 154 და პოლონეთი - 1 600 302 ბოთლი.

მთელ რიგ ქვეყნებში ექსპორტის ზრდის მიუხედავად, რეგიონში არსებული ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - უსეთსა (-51%) და უკრაინაში (-56%) ექსპორტის მკვეთრი კლება აისახა წლიური ექსპორტის ჯამურ მაჩვენებელზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ითაა შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის საერთო მაჩვენებელი შემცირებულია მხოლოდ 2014 და 2013 წლებთან შედარებით, როდესაც რამდენიმეწლიანი ემბარგოს შემდეგ გაიხსნა რუსეთის ბაზარი და ამ ქვეყანაში ექსპორტმა პიკს მიაღწია. მაგალითისთვის, 2012 წელს ექსპორტირებული იყო მხოლოდ 23,3 მლნ ბოთლი ღვინო, 2011 წელს - 19,0 მლნ ბოთლი, 2010 წელს - 14,8 მლნ ბოთლი, 2009 წელს - 10,9 მლნ ბოთლი, 2008 წელს - 12,2 მლნ ბოთლი.

მთლიან რაოდენობაში ყველაზე მეტი ექსპორტირებულია ადგილწარმოშობის წითელი ნახევრადტკბილი ღვინო "ქინძმარაული" - 5 114 901 ბოთლი, წითელი მშრალი ღვინო "მუკუზანი" - 1 827 248 ბოთლი და თეთრი მშრალი ღვინო "წინანდალი" - 1 343 232 ბოთლი. ყველაზე მოთხოვნადი ადგილწარმოშობის ღვინოების ხუთეულში შედის ასევე წითელი ნახევრადტკბილი ღვინო "ახაშენი" - 651 348 ბოთლი და წითელი ნახევრადტკბილი ღვინო "ხვანჭკარა" - 348 416 ბოთლი.

ამასთან ერთად, 2015 წელს საქართველოდან 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 266 755 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 18,6 მლნ აშშ დოლარს აღწევს“, - განმარტავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.



04.Feb.2019 22:48
203

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
389

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
316

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
152

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
205

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 01:26
202

Logistics company Agility Group is considering cooperation opportunities with Georgia

More