Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გასულ წელს ამერიკის ნავთობკომპანიების 13%-მა დეფოლტი განიცადა

5728823f63b05
BM.GE
03.05.16 14:48
1117
Financial Times ინფორმაციით, კორპორატიული დეფოლტის ოდენობა შეერთებული შტატების ნავთობკომპანიებში რეკორდულ მაჩვენებელზეა. გასულ წელს ამ სექტრის წარმომადგენელი კომპანიების 13%-მა პროცენტმა სარეიტინგო მაჩვენებელში დეფოლტი დააფიქსირა, ეს იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წელს მათი რაოდენობა მხოლოდ 2% იყო.
 
"ეს არ არის ენერგეტიკული დეფოლტის დასასრული. არსებობს კომპანიების მთელი რიგი ჩამონათვალი, რომელიც არამდგრადია, ბარელზე 45 დოლარის შემთხვევაში" - განაცხადა Invesco-ს მენეჯერმა სკოტ რობერტსმა.

ბოლო ორი კომპანია, რომელმაც სასამართლოს გაკოტრებაზე მიმართეს Ultra Petroleum და Midstates Petroleum იყო. მათი ვალის ჯამი 6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი ფულადი პოზიცია 362 მილიონი დოლარია.

ამ დროისათვსი ბრენტის ტიპის ნავთობზე ერთი ბარელის ფასი 46,35 დოალრია.