Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გარდაბანში ახალი რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

59df1d33a12a2
BM.GE
12.10.17 11:42
1177
რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო - შპს "თელეთის ყველის სახლი", რომელიც "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გრიგოლ ნემსაძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან მამუკა კვარაცხელიასთან ერთად გახსნა.

საწარმოს შექმნა "სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" ფარგლებშია დაფინანსებული. ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 366 010 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 146 404 აშშ დოლარია.

კომპანია აწარმოებს სხვადასხვა დასახელების ყველს - მათ შორის დავარგებული ყველის რამდენიმე სახეობას, რისთვისაც კომპანია მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. საწარმოში დასაქმებულია 20 ადამიანი.

საწარმო შექმნილია სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით. კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით გეგმავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემის - HACCP - ის დანერგვას.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში დაფინანსდა 165 ახალი და 750-ზე მეტი მოქმედი საწარმო. ქვემო-ქართლის რეგიონში შეიქმნა 20 ახალი და გადაიარაღდა / გაფართოვდა 131 საწარმო.