Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Gap-ი ბავშვების ტანსაცმლის რეკლამის გამო ბოდიშს იხდის

5704b51256aa3
BM.GE
06.04.16 10:34
1222
Gap-ი ბავშვების ტანსაცმლის რეკლამის გამო ბოდიშს იხდის. კომპანიამ რეკლამის გამო ბოდიში მას შემდეგ მოიხადა, რაც მას Twitter-ში მომხმარებლებმა რასისტული უწოდეს. სარეკლამო კამპანიაში, სახელწოდებით, #GapKidsxED 4 არასრულწლოვანი იღებს მონაწილეობას, აქედან ორი თეთრკანიანი ბავშვი აკრობატულ ილეთებს ასრულებს, ერთი ფერადკანიანი კი პასიურ პოზიციაშია და მესამე გოგონა მის თავს ხელის ჩამოსადებად იყენებს. ფოტო კომპანიამ შემდეგი წარწერით გაავრცელა: "იხილეთ ბავშვები, ვინც ამტკიცებენ, რომ გოგონებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ".
 
ფოტო სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გამოქვეყნებისთანავე გახდა. შედეგად, GAP-ის ბავშვთა ხაზის წარმომადგენელმა, დობი ფელიქსმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ კომპანია წუხს ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც სარეკლამო კამპანიამ გაანაწყენა.

"ჩვენ შევცვლით ფოტოს, სხვა ალტერნატივით, რომელიც იმავე ფოტოსესიაზე იყო გადაღებული".