Home
Category
TV Live Menu
Loading data...

განმუხურში, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის, ბულვარის ტერიტორია აუქციონზე იყიდება

56f14a8ed51ce
BM.GE
22.03.16 17:35
1161
სოფელ განმუხურში მდებარე 33951.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები აუქციონზე იყიდება. ელექტრონული აუქციონის პირობების მიხედვით, ტერიტორია 2263500 ლარად იყიდება.
 
საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, ადგილზე 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი ააშენოს. სასტუმრო კომპლექსი უნდა მოიცავდეს ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზსს, სპორტულ მოედანს, ჩოგბურთის კორტებს. ინვესტორი ასევე ვალდებული იქნება კომპლექსის ეზოს კეთილმოწყობა უზრუნველყოს, რაც საპრვატიზაციო ქონების შემოღობვას, გარე განათებების დამონტაჟებას და ადგილის გამწვანებას ითვალისწინებს. ასევე, ადგილზე არანაკლებ 35 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა განთავსდეს.

ინვესტორმა სასტუმრო კომპლექსის აშენება, ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 60 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. აუქციონი 30 მარტს დასრულდება.