Home
Category
TV Live Menu
Loading data...

განმუხურში მინიმუმ 120 ნომრიან სასტუმროს "ბლექ სი რივერა" ააშენებს

56fd20f45d62e
BM.GE
31.03.16 17:05
1311
შპს "ბლექ სი რივერა" სოფელ განმუხურში მინიმუმ 120 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიერ გამოცხადებულ პირობებიან ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა. უძრავი ქონება 33951 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო მიწას და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს მოიცავს, ხოლო მისი საწყისი საბაზრო ღირებულება 2 263 500 ლარად იყო განსაზღვრული.
 
საინვესტიციო პროექტის მიხედვით "ბლექს სი რივერა" სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე მოაწყობს ღია და დახურული საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს და ჩოგბურთის კორტებს. ობიექტი ასევე უზრუნველყოფილი იქნება პარკინგით და კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზოთი. პროექტის განხორციელება მაქსიმუმ 60 თვის ვადაში მოხდება. მისი საინვესტიციო ღირებულება მინიმუმ ათ მილიონ ლარს შეადგენს.