Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" 2016 წლის ბოლოს გაიხსნება

565d4a9c9c4ff
BM.GE
01.12.15 11:17
1879
"რაკია საქართველო" განახლებულ "შერატონ მეტეხი პალასის" სასტუმროს მომავალი წლის ბოლოს გახსნის. "რაკია საქართველოს" დირექტორი გიორგი გეგეჭკორი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, რომ სასტუმრო სრულად განახლებული სახით წარსდგება მომხმარებლის წინაშე.
 
"შერატონის" რენოვაციის შედეგად დაგეგმილია ოთახების რაოდენობის გაორმაგება და როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის შეცვლა. საუბარი იყო ასევე რამდენიმე უმაღლესი კლასის რესტორნის ბრენდის შემოყვანაზეც. სასტუმროს მენეჯმენტის განცხადებით, შერატონის რენოვაციაზე დაახლოებით 25-30 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.

"ის სრულიად ახლებურად წარსდგება მომხმარებლის წინაშე. ეს იქნება ერთ-ერთი სამაგალითო სასტუმრო, ისევე როგორც ეს იყო 90-იან წლებში. ჩვენმა კომპანიამ ძალიან დიდი დრო დახარჯა, რათა "შერატონის" სწორი არქიტექტურული დაგეგმვა მომხდარიყო. ახლა მიმდინარეობს ტენდერის პროცესი. ჩვენ რამოდენიმე თვეში წარვსდგებით სრული სახით. ზოგადად ჩვენ ამ სეგმენტში ვრჩებით, სხვა სეგმენტში გადასვლა არ განიხილება, თუმცა გამორიცხული არაფერია", - განუცხადა "ბიზნესკონტაქტს" "რაკია საქართველოს" დირექტორმა, გიორგი გეგეჭკორმა.