Home
Category
TV Live Menu
Loading data...

განათლების სამინისტროს უმსხვილესი კონტრაქტორი კომპანიები

59b8c9f34fc02
თათია ჩაფიჩაძე
13.09.17 10:00
703
განათლების სამინისტრომ 55 700 ცალი Acer-ის ფირმის პორტაბელური კომპიუტერები კომპანია „იუ-ჯი-თისგან“ შეისყიდა, რომლის ჯამური ღირებულება 20 720 000 ლარია. როგორც „საქმიან დილას“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განუცხადეს, წელს კომპიუტერებს 50 300 პირველკლასელის გარდა მათი კლასის დამრიგებლებიც მიიღებენ. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, 2017 სასწავლო წლისთვის უწყებამ საჯარო სკოლებისთვის „სეზანის“ სტამბას 2 700 000 ცალი სახელმძღვანელო დააბეჭდინა, რომლის ჯამური ღირებულება 7 800 000 ლარია. წელს სკოლებში სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება.