Home
Category
TV Live Menu
Loading data...

განათლების სამინისტრომ სკოლებში ვაშლების დარიგების პროექტისთვის ტენდერი გამოაცხადა

59b6611718278
BM.GE
11.09.17 14:07
811
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში ვაშლების დარიგების პროექტისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამინისტროს 260 000 ერთეული ვაშლის შესყიდვა სურს.

ტენდერი 11 სექტემბერს 13:00 საათზე გამოცხადდა და მისი დასრულების თარიღი 21 სექტემბერია.

დოკუმენტაციის მიხედვით, მოსწავლეების სავარაუდო ჯამური რაოდენობა სკოლებში 20 000-ია; მისაწოდებელი ვაშლის სავარაუდო რაოდენობა კვირაში - 20 000 ერთეულს შეადგენს. ამასთან, ერთი ვაშლის სავარაუდო წონა არანაკლებ- 150 გრამი უნდა იყოს.

შესყიდვის ღირებულება 78 ათასი ლარია.

ვაშლი კვირაში ერთხელ მიწოდებული უნდა იქნას ქ. თბილისის 10 საჯარო სკოლაში:

1. სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ქუთათელაძის ქ. N3),
2. სსიპ ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, საირმის N84),
3. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი № 51 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, მელიქიშვილის N2),
4. სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია (ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 10),
5. სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი. გლდანი მე-3 მ/რ),
6. სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, დიღმის მასივი III კვარტალი),
7. სსიპ ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი 3 IV მ/რ),
8. სსიპ ქალაქ თბილის №115 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, გლდანი მე-8 მ/რ),
9. სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ. N42),
10. სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი ზ/პ, მე-2 მ/რ).