Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე, აბიტურიენტებს ცოდნის შემოწმება ონლაინ შეუძლიათ

570cf0f9c4b67
BM.GE
12.04.16 16:55
1212
აბიტურიენტებს საკუთარი ცოდნის შემოწმება, გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე, ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ. Nebula.ge ზოგადი უნარების კურსს მოიცავს და ის მოსწავლეებს ტესტებთან ერთად, ვიდეო-გაკვეთილებსაც სთავაზობს. როგორც პროექტის ავტორი, გიორგი ბურჭულაძე "საქმიან დილასთან" საუბრისას აღნიშნავს, პლატფორმას როგორც ფასიანი, ასევე უფასო ნაწილიც აქვს. ფასიანი ვერსიით სარგებლობის ღირებულება 100 ლარია და მასზე ამ ეტაპზე 1500-მდე ადამიანია დარეგისტრირებული.
 
""ნებულა" ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს აბიტურიენტს ეროვნულ გამოცდაზე საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლენინოს. კონკრეტულად ამ ეტაპზე კურსი ზოგადი უნარების გამოცდისთვის არის, სექტემბრისთვის კი სხვა საგნებიც დაემატება.

პლატფორმა ოთხი ძირითადი მოდულისგან შედგება. ესენია: ამომწურავი ვიდეო-მასალა, რომელიც დაახლოებით 1000 წუთამდეა, არის სავარჯიშო გარემო და ტესტის დაახლოებით 24 სიმულაცია. აბიტურიენტი ვიდეო მასალას მეცადინეობს, ამ სავარჯიშო გარემოში ვარჯიშობს და ტესტებს აკეთებს. ამის შემდეგ უკვე ანალიტიკური ალგორითმი მუშაობს, რომელიც ტესტის შედეგებს აანალიზებს და ამ 1000 წუთის ოპტიმიზაციას ახდენს, ანუ პირველი ციკლის შემდეგ ეს 1000 წუთი უკვე 1000 წუთი აღარ არის. სისტემა აბიტურიენტს ავტომატურად ეუბნება, რომ შენ ეს ნაწილი იცი და ყურადღება სხვა საკითხს მიაქციოს. სამეცადინო დრო ნელ-ნელა მცირდება და საგამოცდო დრო იზრდება.

სისტემაში აბიტურიენტი ერთიანი საგამოცდო ცენტრის ტესტებს ტვირთავს და შემდეგ მასზე მუშაობს. “ნებულას“ მთავარი ამოცანაა აბიტურიენტებში თანაბარი პირობები შექმნას"- აღნიშნავს გიორგი ბურჭულაძე.