26.Nov.2015 13:18
Economy

ღამის საათებში ხმაურით კანონით არ აიკრძალება - კანონპროექტი ჩავარდა

ღამის საათებში ხმაურით კანონით არ აიკრძალება - კანონპროექტი ჩავარდა
ღამის საათებში ხმაური კანონით აღარ აიკრძალება. რამდენიმე თვიანი განხილვის შემდეგ ხმაურის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ჩააგდო. აღნიშნულის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში’’ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თედო კობახიძე აღნიშნავს, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება სამართლებრივად გაუმართლებელია და მისი დაწუნება კონკრეტული ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებას უკავშირდება.
 
"იურიდიული და სამართლებრივი მხრივ დაწუნებული ვერანაირად ვერ იქნა. აბსოლუტურად გამართული და შეჯერებული იყო ეს კანონპროექტი მთელ რიგ უწყებებთან. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღნიშნული კანონპროექტი ინიციატორმა  ეს პროექტი გაითხოვა გაურკვეველი მიზეზებსის გამო. ჩვცენ აუცილებლად მივუბრუნდებით ამ საკითხს და არა მხოლოდ თბილისის საქართველოს მოსახლეობას შევთავაზებთ მყუდრო და მშვიდ ცხოვრებას. ბიზნესის კეთება, თუ ნებისმიერი სხვა გართობა ვირაცის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად არ უნდა ხდებოდეს,’’- განაცხადა თედო კობახიძემ.
 
კანონპროექტის შექმნის ინიციატორი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იყო. დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარისთვის ოფიციალური წერილის გაგზავნას აპირებს და ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია კანონპროექტის განხილვას დაუბრუნდეს.
 
"ხალხი იმედოვნებდა, რომ ეს წესი ოქტომბრიდან ამოქმედდებოდა. ვფიქრობ, რესტორნების მფლობელთა ლობი ჩაერთო და კანონპროექტი შეაჩერეს. ამის გამო ხმაური გრძელდება და ადამიანისთვის ქალაქში ცხოვრება შეუძლებელია ცალკე ამ რესტორნების განგრძობითი და მრავალჯერადი ხმაურისა და ცალკე ფეიერვერკების აფეტქების გამო," - აღნიშნავს ალეკო ელისაშვილი.
Author საქმიანი დილა



17.Dec.2018 13:43
37

2019 Budget Approved by Parliament

More
17.Dec.2018 13:42
38

IMF Representative: New Regulations Mean Less Credit Growth

More
14.Dec.2018 19:33
75

PRIME MINISTER PRESENTS MOUNTAIN DEVELOPMENT STRATEGY AT EXPOGEORGIA

More
14.Dec.2018 19:29
62

Georgian FMCG Sector Analysis – Research Report

More
14.Dec.2018 19:27
69

Nenskra Hydro one of Georgia’s Top 10 Investment Companies

More
13.Dec.2018 19:02
65

TOP 10 Investment Companies with Highest Amount of FDIs in Georgia

More