Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Galt&Taggart: საქართველოში 11 საერთაშორისო ბრენდული სასტუმროს მშენებლობა გადავადდა

59106e8630936
BM.GE
08.05.17 17:10
1549
საქართველოში საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების გახსნა გრაფიკის მიხედვით არ მიმდინარეობს. Galt&Taggart-ის ინფორმაციით, 11 ბრენდული სასტუმროს გახსნა, რომელიც 2016-2018 წებში იყო დაგეგმილი ერთი წლით დაგვიანდა. თბილისში დაგეგმილი 14 სასტრუმროს გახსნიდან 2 სასტუმროს გახსნა გადავადდა, ბათუმში 4-ის, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში კი 5 სასტუმროს.

სასტუმროების გახსნის გადავადებას Galt&Taggart საარჩევნო წლით და ლარის გაუფასურებით ხსნის.

მიუხედავად ამისა, G&T საქართველოში საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო ნომრების 69%-ით ზრდას ელოდება თბილისში, რაც 1203 ნომერია, ხოლო ბათუმში კი 224 ნომრით.