Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გალტ&თაგარტი Global Finance-მა საქართველოში წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

56d542a882909
BM.GE
01.03.16 11:18
1183
გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს "საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2016 წელს" მიღების თაობაზე განაცხადა. ჟურნალმა Global Finance, მე-17-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. გალტ & თაგარტი უკვე მეორე წელია, რაც Global Finance -ის მიერ საუკეთესო საინვესტივიო ბანკად სახელდება საქართველოში. აღნიშნული ჯილდო გალტ&თაგარტმა შარშანაც მიიღო.
 
Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.