25.Nov.2015 16:22
Financial Sector

გაცვლითი კურსის ცვლილებით, ბანკების საკრედიტო დაბანდება ოქტომბერში, 70 მილიონი ლარით გაიზარდა

გაცვლითი კურსის ცვლილებით, ბანკების საკრედიტო დაბანდება ოქტომბერში, 70 მილიონი ლარით გაიზარდა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2015 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 70.1 მლნ ლარით (0.4 პროცენტით) გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მთლიანად გაცვლითი კურსის ცვლილებით იყო გამოწვეული და 2015 წლის პირველი ნოემბრისათვის 15.7 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 7.0 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 77.1 მლნ ლარით (0.8 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ამ მაჩვენებლის ზრდამ 0.1 პროცენტი შეადგინა).
 
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.8 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.9 მლრდ ლარის (2.0 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი.

2015 წლის ოქტომბრის განმავლობაში 0.3 პროცენტით ანუ 24.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 7.2 მლრდ ლარს მიაღწია (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ამ მაჩვენებლის ზრდამ ოქტომბერში 0.02 პროცენტი შეადგინა).

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 35.66 პროცენტი, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციამ 52.25 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.05 პროცენტული პუნქტით, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაცია 0.26 პროცენტული პუნქტით შემცირდა.



14.Jan.2019 15:21
128

EBRD appoints Catarina Bjorlin Hansen new Regional Director for the Caucasus

More
11.Jan.2019 18:53
126

“The Association of Banks Will Not Tolerate False Accusations Targeting TBC Bank”

More
10.Jan.2019 15:22
74

Bank lending went up by 18.9% YoY in November 2018

More
09.Jan.2019 13:48
171

TBC Bank : Inspection Report relating to Past Matters

More
09.Jan.2019 12:28
89

Lisi Development Issued Bonds Worth 12 Million Dollars on Georgian Stock Exchange

More
08.Jan.2019 17:18
81

Ministry Of Finance Of Georgia Treasury Bill Auction Results

More