Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფრონტერა: აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილი გაზის რესურსი, 5 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს

56b1bec0a77cf
BM.GE
03.02.16 12:46
1410
„საქართველოში აღმოჩენილი გაზის რესურსი, ჩვენი გათვლებით 5 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს“, -განცხადება ატლანტიკურ საბჭოში კომპანია "ფრონტერას" ხელმძღვანელმა გააკეთა.
 
"მსოფლიოში გაზის ბიზნესისთვის საკმაოდ საინტერესო პერიოდია. კომპანია ფრონტერა რეგიონში უკვე 20 წელია მუშაობს.

აღმოსავლეთ საქართველოში, ჩვენი გათვლებით 5 ტრილიონ კუბური მეტრი გაზია. ეს არის ახალი მოცულობა, რომელიც უახლოეს ათწლეულში ბაზარზე გამოჩნდება და თამაშის წესებს შეცვლის, - შექმნის დამატებით დივერსიფიკაციას, ასევე გაზრდის ნდობას ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, რათა მომარაგდეს არა მხოლო თურქეთის არამედ ევროპის ბაზარიც", - განაცხადა სტივ ნიკარსონმა.