Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფოთში, ქართულ-თურქული ინვესტიციით, საქსოვი ფაბრიკის მშენებლობა მაისში დაიწყება

57176a1eaf7c9
BM.GE
20.04.16 15:33
1171
ქართულ-თურქული ინვესტიციით ფოთში, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ჯემპრების საქსოვი ფაბრიკა აშენდება. ფოთის საკრებულოს ინფორმაციით, პოტენციური ინვესტორები ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქში და საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსანდრე თოფურიას შეხვდნენ.

საქსოვი ფაბრიკის მშენებლობა მაისის თვეში დაიწყება, რომლისთვის საჭირო კონსტრუქცია და მასალა უკვე შეძენილია.

მშენებლობის პერიოდში ობიექტზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, ხოლო მისი დასრულების შემდეგ ფაბრიკაში 500 ადამიანის დასაქმება იგეგმება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრე თოფურიამ თურქ ინვესტორებთან ერთად ფალიაშვილის ქუჩაზე საქსოვი ფაბრიკის მშენებლობისთვის შერჩეული ტერიტორია დაათვალიერეს.