Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფოთში მშენებარე ქარხანა ტანსაცმელს ბრენდებისთვის - MAVI jeans, Levis, Celio, Marks & Spencer - შეკერავს

58772d0d11321
სალომე მეცხვარიშვილი
12.01.17 11:11
1183
ფოთში მშენებარე ქარხანა ტანსაცმელს საერთაშორისო ბრენდებისთვის MAVI jeans, Levis, Celio, Marks&Spencer შეკერავს. საწარმოს ფოთში კომპანია Pelin Global-ი აშენებს.

როგორც "ბიზნესკონტრაქტს" ქარხნის კადრების განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა სიჭინავამ განუცხადა, ადგილზე 1500-მდე ადამიანი დასაქმდება. ამ ეტაპზე სწორედ კადრების შერჩევა მიმდინარეობს.

თურქული კომპანია Pelin ქარხანას თურქეთშიც ფლობს და უკვე კერავს ტანსაცმელს საერთაშორისო ბრენდებისთვის.

ქარხნის მშენებლობა დაახლოებით 3 თვეში უნდა დასრულდეს, წარმოება კი მას შემდეგ დაიწყება, რაც თანამშრომლები გადამზადდებიან და ბრენდების სტანდარტებს მოერგებიან.

საწარმოში არამარტო ტრიკოტაჟის ნაწარმი შეიკერება, არამედ საქსოვი დანადგარებით ჯემპრების მოქსოვაც მოხდება.
ქარხანა ექსლუატაციაში, სავარაუდოდ, გაზაფხულზე შევა. ჩამოთვლილი ბრენდების გარდა, ქარხანაში შეიკერება გერმანული და ბრიტანული ბრენდების კოლექციებიც.