Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფოთის პორტში დაანონსენული, კონტეინერების გადამუშავების ე.წ ახალი სქემის გამო 400 000 ლარიანი პროექტი ჩაიშალა

590c5c4b83b9e
სალომე მეცხვარიშვილი
08.05.17 09:40
2026
ფოთის პორტში დაანონსენული კონტეინერების გადამუშავების ახალი სქემის გამო 400 - ათას ლარიანი პროექტი ჩაიშალა. კომპანია „აისბერგ ფოთს“ შავი ზღვის სანაპიროზე კონტეინერების საწყობის მშენებლობაში 400 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი ცეკვაშვილი „საქმის კურსთან“ აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც APM ტერმინალსმა დაანონსა, რომ კონტეინერებს ფოთის პორტიდან ექსკლუზიურად გადაიტანდა მის სახმელეთო ტერმინალზე, საწყობის მშენებლობამ აზრი დაკარგა.

„ჩვენი პროექტის დაანონსებიდან მალევე დაიგეგმა და დაანონსდა APM ტერმინალის მიერ, რომ კონტეინერებს ექსკლუზიურად გადაიტანდა მის სახმელეთო ტერმინალზე და აზრს კარგავდა ჩვენი საწყობის მშენებლობა. დანიშნულებას კარგავდა და ეკონომიურად წამგებიანი იყო“,- აცხადებს ირაკლი ცეკვაშვილი.

მისივე თქმით, ამ პროექტის ნაცვლად ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით სხვა პროექტი განახორციელეს და მათ ტერიტორიაზე სამაცივრე მეორნეობის გვერდით სათავსო მოეწყო.

APM ტერმინალსი გასული წლის ივნისიდან გეგმავდა ახალი ინტეგრირებული სქემით ოპერირებას, რასაც გადამზიდავი კომპანიები აპროტესტებდნენ. კომპანიები აცხადებდნენ, რომ ახალი სქემით APM-ი მონოპოლისტი ხდებოდა. მათ კონკურნეციის სააგენტოს მიმართეს. გასულ კვირას კი კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ ფოთის პორტში კონტეინერების გადამუშავების ახალი სქემის ამოქმედება კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევას გამოიწვევს.