Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Forbes მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ IT კომპანიებს ასახელებს

59282aa0370f0
BM.GE
26.05.17 17:15
844
ამერიკული გამოცემა Forbes-ის ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიების 2017 წლის რეიტინგის სათავაში კომპანია Grubhub აღმოჩნდა. GrubHub საკვების დისტრიბუციის ონლაინ კომპანიაა, რომელიც 50 000 რესტორნის მიმწოდებელია მსოფლიოს 500-ზე მეტ ქალაქში. კომპანიის გაყიდვების ზრდამ საშუალოდ 52% შეადგინა, ამასთან გამოცემა ხაზს უსვამს, რომ კომპანიის აქციები განთავსდა ნიუ-იორკს საფონდო ბირჟაზე, მაშინ როდესაც ის 2014 წელს გაიხსნა.

ჯეფ ბეზოსის ინტერნეტ-მაღაზია Amazon.com უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საშუალოდ გაყიდვების ზრდის მაჩვენებლით სიის მე-19 ადგილზეა (22%). რეიტინგს ინტერნეტ-გიგანტი Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet ხურავს, რომლის გაყიდვების უკანასკნელი სამი წლის მანძილზე მხოლოდ 14%-ით გაიზარდა.

Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მზარდი IT კომპანიების სიის პირველი ხუთი ადგილი ასე განაწილდა:

1. Grubhub
2. Facebook
3. Arista Networks
4. Paycom Software Inc
5. Ellie Mae