Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Forbes-ის იანვრის ნომერი ხვალიდან გაყიდვაში იქნება

568151f2322d4
BM.GE
28.12.15 19:05
1237
მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემის, Forbes-ის იანვრის ნომერი ხვალიდან გაყიდვაშია. იანვრის ნომერში თქვენ ნახავთ:

ფოკუსი: სად მიდის საქართველო - გასული წლის შეფასება და მომავლის გამოწვევები.

ექსკლუზივი: ფანჯარა მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე - არჩილ გაჩეჩილაძე Galt & Taggart-თან ერთად მილიარდი ლარის აქტივებს მართავს.

რეიტინგები: უმდიდრესი ახალგაზრდა ბიზნესმენები, ყველაზე ძვირად ღირებული ვინტაჟური ავტომობილები და 2015 წლის საუკეთესო ბიზნესლიტერატურა.

ფული სპორტში: ძალოსნობის ეკონომიკა - როგორია მძიმე წონის ფასი საქართველოში?

აგრეთვე, უამრავი საინტერესო რჩევა დამწყები და შემდგარი ინვესტორებისთვის - რომელ სფეროებში გაკეთებული ინვესტიცია იქნება მოგების წინაპირობა და სად არ ღირს ფულის დაბანდება.