Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Fitch: მანათის დევალვაცია აზერბაიჯანულ ბანკებს ნეგატიურ მომავალს უწინასწარმეტყველებს

5679264daf94a
BM.GE
22.12.15 14:28
1227
სარეიტინგო სააგენტო Firch Raitings-ი აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეროვნული კურსი - მანათი მცურავ გაცვლით კურსებს შეუერთდა. ერთ ღამეში მანათი დოლარის, ევროსა და რუბლის მიმართ 47 პროცენტით გაუფასურდა.
 
სარეიტინგო სააგენტოს ცნობით, მანათის დევალვაცია ნეგატიურად აისახება ქვეყნის საბანკო სექტორზე, - კერძოდ კი ბანკების აქტივების ხარისხზე და კაპიტალზე.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, Fitch-ის პროგნოზის მიხედვით, გაუარესდება სესხების მომსახურება, რაც მაღალი დოლარიზაციით იქნება გამოწვეული. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო განმარტავს, რომ ყველაზე დიდი ზარალი იმ ბანკებს მიადგებათ, რომლებსაც უცხოურ ვალუტაში მეტი აქტივები და ვალდებულებები აქვთ.