Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Fitch-ი წელს საქართველოში 2,5%-იან, მომავალ წელს კი 4,2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

5702029cbd44e
BM.GE
04.04.16 09:54
1351
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB-" დონეზე, პროგნოზით "სტაბილური“ დაუდასტურა. პროგნოზის გაკეთებისას სააგენტომ მიმდინარე ანგარიშის დიდი დეფიციტი, ქვეყნის საგარეო ვალი, ეკონომიკური მდგრადობა და სხვა ფაქტორები გამოყო.  
 
სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა იქონია საგარეო შოკებმა და დაზიანდა რუსეთში არსებული რეცესიის გამო.

"საქართველოს ექსპორტის 51%, 2014 წლის ბოლოს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე მოდიოდა, ფულადი გზავნილების 50% კი რუსეთზე. 2015 წელს საქართველოში ექსპორტი 23%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები კი 25%-ით შემცირდა. მიუხედავად ნეგატიური ტრენდისა, 2015 წელს საქართველოს მშპ-ს ზრდამ კარგი შედეგი აჩვენა. საქართველომ დაიწყო მუშაობა საექსპორტო არეალის დივერსიფიკაციაზე, 2008 წლის ომის შემდეგ.

2016 წელი კიდევ ერთი გამოწვევის წელი იქნება საქართველოსთვის. Fitch-ი წელს საქართველოში 2,5%-იან, მომავალ წელს კი 4,2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს“, - ვკითხულობთ სარეიტინგო სააგენტოს პრეს-რელიზში.