Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Fitch-ი "გაზპრომის" ბუნებრივი აირის საფასურის შემცირებას პროგნოზირებს

56e2616eb0dbf
BM.GE
11.03.16 10:09
1232
ევროპაში "გაზპრომის" გაზის საშუალო ფასი 2016-2017 წლებში, 1000 კუბურ მეტრზე 200$ იქნება. პროგნოზს ამის შესახებ, სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი აკეთებს. პროგნოზი დაფუძნებულია ნავთობის ფასებზე რომელიც 2016 წელს 35 დოლარიან მაჩვენებლზეა გათვლილი, 2017 წლისთვის კი ბარელის ღირებულება დაახლოებით 45 დოლარზეა დაანგარიშებული. სააგენტოს ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2015 წლის 9 თვის შედეგებით, კომპანიის ბუნებრივი აირის გასაყიდი ფასი ევროპაში 30%-ით დაეცა და ათას კუბურ მეტრზე 252$ შეადგინა. მათივე შეფასებით, ფასის ვარდნა მომავალშიც გაგრძელდება რაზეც გავლენას ნავთობის ფასი იქონიებს.
 
Fitch-ის ინფორმაციით, ამჟამად ევროპულ ბაზარზე "გაზპრომის" წილი 31%-ია.