Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ფინანსური ვალდებულება, როდესაც კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილი არ არის

56bc332f65b1a
BM.GE
11.02.16 11:04
1265
აღსრულების ეროვნული ბიურო მორიგ, პრევენციული ხასიათის საინფორმაციო ბარათს აქვეყნებს, თემით - არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა.
 
არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა არის ფინანსური ვალდებულება, როდესაც კრედიტორის მოთხოვნა არ არის უზრუნველყოფილი რაიმე ქონებით.

კრედიტორის მომართვის საფუძველზე სააღსრულებო წარმოება შეიძლება დაიწყოს სასამართლოს, ადმინისტრაციული ორგანოებისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის, აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდის ბრძანების საფუძველზე.

სააღსრულებო წარმოების დასაწყებად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაცია:

• კრედიტორის წერილობითი განცხადება;
• აღსასრულებელი დოკუმენტის დედანი;
• აღსასრულებელი გადაწყვეტილება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• მინდობილობა (თუკი დოკუმენტაცია შემოაქვს წარმომადგენელს).

სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში კრედიტორი იხდის აღსრულების საფასურს, მოთხოვნილი თანხის 2%-ს (არანაკლებ 50 ლარისა).

სააღსრულებო წარმოების დაწყებისთანავე მოვალე რეგისტრირდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში და ეზღუდება საკუთრებაში დარიცხული ქონების განკარგვის უფლება.