Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 10 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

5729c0d8b31be
BM.GE
04.05.16 13:27
1174
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
 
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 19 520 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.200 პროცენტით, მაქსიმალური 13.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 12.693 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 10.500 პროცენტი შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.