ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 13 266 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 15,250 პროცენტით, მაქსიმალური 15,750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 15,478 პროცენტით განისაზღვრა.
ეროვნული ბანკის ცნობით, კუპონური განაკვეთი 10,500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.