Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ფინანსთა სამინისტრო: სავალდებულო მარკირება კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება

5693647b86ba0
BM.GE
11.01.16 11:39
1073
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირება კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვახტანგ ლაშქარაძე „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თუ კომპანიების სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს, ფინანსთა სამინისტრო მზად არის საკუთარი პოზიცია სასამართლოში წარმოადგინოს.
 
"ეს ნორმა ემსახურება ამ სფეროში აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, მხოლოდ ეს არის მიზანი და ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება მის კანონიერებას, - ის აბსოლუტურად ჯდება საქართველოს საგადასახადო კოდექსში და არც კანონს და მითუმეტეს არც კონსტიტუციას ის არ ეწინააღმდეგება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ცდილობდა და ცდილობს ამ ბრძანებამ არ გამოიწვიოს რაიმე შეფერხება კომპანიების მხარეს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ 1 იანვრამდე ყველა ხარჯი მარკირებასთან დაკავშირებული, შემოსავლები სამსახურმა აიღო თავის თავზე. გამოიძებნა სახსრები და 1 აპრილამდე გადაიდო ამის გადახდა ჩვენს მიერ. ასეთი სახსრების მოძიება კვლავ მიმდინარეობს.

125 კომპანია აკეთებს მარკირებას, სფერო დიდია და გვსურს რომ აღრიცხვიანობა მოწესრიგდეს. თუ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივარი მიღებული ჩვენ იქ წარმოვადგენთ ჩვენს პოზიციებს“, - განმარტავს ვახტანგ ლაშქარაძე.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯომმა", "კოკა-კოლამ", "წყალი მარგებელმა" და "კასტელ ჯორჯიამ" საქართველოს პარლამენტის და ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

სარჩელში ნათქვამია, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი არაკონსტიტუციურია: კერძოდ, სადავო აქტები კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 30-ე მუხლებს უპირობოდ ეწინააღმდეგება.

ისინი მიიჩნევენ, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი დისკრიმინაციულია და უთანასწორობას უწყობს ხელს