05.Jan.2016 13:59
Business

ფინანსთა სამინისტრო: აქციზის ზრდას სიგარეტის 28-45 თეთრიანი გაძვირება უნდა გამოეწვია

ფინანსთა სამინისტრო: აქციზის ზრდას სიგარეტის 28-45 თეთრიანი გაძვირება უნდა გამოეწვია
თამბაქოზე გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის და შემოსავლების სამსახურის უფროსის გიორგი თაბუაშვილის ინფორმაციით, ბოლო დღეებში სიგარეტზე მკვეთრად მომატებულ ფასს აქციზის განაკვეთის ზრდასთან კავშირი არ აქვს.
 
"1 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილება საგადასახადო კოდექსში, რომლის მიხედვითაც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა, ეს იყო მორიგი ზრდა რომელსაც ჩვენ ბოლო წლებია ვახორციელებთ. ცალსახად მინდა ვთქვა რომ არანაირი პირდაპირი კავშირი აქციზის განაკვეთის ზრდას არ აქვს იმ მოვლენებთან რაც ბოლო დღეებში დაფიქსირდა. ეს არის ერთი კონკრეტული მწარმოებლის თამაბაქოს პროდუქციაზე, ფილიპ მორისის პროდუქციაზე ზრდა - ფასები მართლაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ის რომ აქციზის განაკვეთს არ გამოუწვევია ეს ზრდა მარტივად შეიძლება დადასტურდეს, თუნდაც თუ ნახავთ სხვა მწარმოებლის ფასებს. ამ შემთხვევაში აქციზის განაკვეთი ვერ მიიღებდა მონაწილეობას. ჩვენი გათვლებით აქციზის განაკვეთის ზრდას უნდა გამოეწვია 28-45 თეთრამდე სარეალიზაციო ფასის ზრდას, - ჩვენ კი რიგ შემთხვევებში გაორმაგება და გასამმაგება ვნახეთ.

ჩვენ ვნახეთ საბაზრო კანონის მოქმედება, - ბაზარზე არ არის საკმარისი რაოდენობის და თამბაქოს ამ მწარმოებლის პროდუქცია, შესაბამისად მოთხოვნა არის მეტი ვიდრე მიწოდება, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა", - აცხადებს გიორგი თაბუაშვილი.



11.Dec.2018 19:46
90

IC Group Insurance Company has been Sold

More
11.Dec.2018 19:35
56

BM.ge Exlcusive: Rustavi Metallurgical Plant to Stop Production

More
11.Dec.2018 12:55
48

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
07.Dec.2018 19:48
69

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
06.Dec.2018 14:45
90

CHIRINA has become member of EBRD's Blue Ribbon Programme

More
04.Dec.2018 22:52
69

“No Construction Permits Will Be Issued Without a Dendrological Project”

More