Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა

5979f3994fbe5
BM.GE
27.07.17 18:06
1000
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FED) საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა და წლიურ 1-1.25%-ზე შეინარჩუნა.

გადაწყვეტილება ბაზრის და ანალიტიკოსების მოლოდინს დაემთხვა. ამჯერად აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის უფროსმა ჯანეტ ეილენმა არც პრესკონფერენცია გამართა და არც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის გადაწყვეტილების პარალელურად, ბრაზილიამ 2013 წლიდან მოყოლებული პირველად, საპროცენტო განაკვეთი 10%-ზე დაბლა შეამცირა იმ იმედით, რომ რეცესიის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა აღდგენას დაიწყებს.