Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Facebook ქართველებისთვის ვაკანსიას აცხადებს

5979d61c4d39f
BM.GE
27.07.17 15:59
897
Facebook ქართულენოვან თანამშრომელს ეძებს, ბაზრის სპეციალისტის (Market Specialist Community Operations) თანამდებობაზე.

თანამშრომელს როგორც Facebook-სთვის, ასევე Instagram-სთვის მუშაობა მოუწევს. შერჩეული კანდიდატი დსთ-ს ბაზრებზე იმუშავებს და მისი მოვალეობა მომხმარებლების ანგარიშებთან დაკავშრებული საკითხების მოგვარება და ინფორმაციის ბოროტად გამოყენების საკითხების შესწავლა იქნება. თანამშრომელი დუბლინში facebook-ის ოფისში იმუშავებს.

თანამშრომელი უნდა ფლობდეს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხსს, სასურველია მათემატიკის ან სამეცნიერო დისციპლინის მიმართულებით. ის კარგად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენას, ამასთან სასურველია რუსული ენის ცოდნა.