Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Facebook ახალ downvote ღილაკს ტესტავს

5a7ebab3cb723
BM.GE
10.02.18 13:44
668
Facebook ახალ downvote ღილაკს ტესტავს. სოციალური ქსელის ახალი ღილაკი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, დამალონ მათთვის არასასურველი კომენტარი და შესაბამისი უკუშავშირიც გაუგზავნონ სოციალური ქსელის სისტემას.

Facebook განმარტავს, რომ ახალი ღილაკი ე.წ. dislike-ის ემოცია არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამ შესაძლებლობის დამატებას უკვე დიდი ხანია სოციალური ქსელის მომხმარებლები ითხოვენ.

„ჩვენ არ ვტესტავთ dislike-ის ღილაკს. ჩვენ ვაძლევთ ადამიანებს შესაძლებლობას გამოხატონ ემოცია კომენტარებზე, რომლებიც იწერება საჯარო პოსტებზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ახალი downvote ღილაკი ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ის მომხმარებლების მცირე ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი.

Downvote ღილაკის გამოყენების შემდეგ, ანგარიშის მფლობელმა უნდა მიუთითოს, რატომ არის კომენტარი მისთვის მიუღებელი: შეურაცხმყოფელია, შეცდომაში შემყვანი თუ სხვა.