Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ე.წ. ხრუშჩოვკების პრობლემა - მერობის კანდიდატების შეფასებები

59b93c9a64e9a
ანი ჯოხაძე
13.09.17 18:09
1282
არჩევნების მოახლოებასთან ერთად უკვე წინსწარ გაისმა მერობის სხვადასხვა კანდიდატების მოსაზრებები პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით. საკითხი, რომელზეც "საქმის კურსი" მერობის კანდიდატებს დაუკავშირდა ე.წ ხრუშჩოვკების პრობლემას შეეხება. საკითხზე საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობა, თუმცა დღემდე არ არის მის მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯები წინ გადადგმული.

ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ფიქრობს, რომ პირველი ნაბიჯი რასაც ის მერად მოსვლის შემთხვევაში გადაგამს არის იმ სახლების სრული ინვენტარიზაცია, რომელიც ამ დროისთის რეაბილიტაციას საჭიროებს.

"სამწუხაროდ არ არის ინვენტარიზაცია გაკეთებული თუ რა რაოდენობაზეა საუბარი. ჩვენ ვიცით რომ დაახლოებით 500-ზე მეტი ხრუშჩოვკაა ქალაქში, თუმცა ავარიული სახლების სრული ინვეტარიზაცია არ გაკეთებულა და პირველი ჩვენი მიმართულება იქნება ამ ყველაფრის ინვენტარიზაცია”, - აცხადებს კალაძე.

ერთიანი ნაციონაური მოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი თვლის რომ აღნიშნული საკითხის გადაჭრას ვერცერთი მერობის კანდიდატი სრულად ვერ მოახერხებს განსაზღვრულ ვადებში. ხრუშჩოვკების ახალი კორპუსებით ჩანაცვლებას მერობის კანდიდატი უტოპისაც უწოდებს.

"ის ფაქტი რომ ხრუშჩოვკების პრობლემა ასე მალე გადაიჭრება და ხრუშჩოვკები ახალი კორპუსებით ჩანაცვლდება არის უტოპია. ამას სჭირდება ბევრი წელი, დიდი მუშაობა და ძალიან დიდი ინვესტიცია. მთავარი მიმართულება ჩემი მერობის პერიოდში იქნება არა მხოლოდ ხრუშჩოვკების ჩანაცვლება არამედ ავარიული სახლების გამაგრება”, - განგვიმარტავს უდუმაშვილი.

საქმის კურსი ესაუბრა ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატს ელენე ხოშტარიასაც, რომლის თქმითაც აღნიშნული პრობლემა უკვე წლებია ძალიან აქტუალურ საკითხად იქცა. ხოშტარია ხრუშჩოვკებს როგორც ცლკე აღებულ პრობლემას არ გამოყოფს ის მას აერთიანებს ავარიულ სახლების პრობლემასთან.

"ესეც არის პოპულიზმი. ჩვენ გვინახავს ჯერ კიდევ შიხიაშვილის განცხადებები, რომელიც 6 მილიონიან პროექტს გვთავაზობდა თითქოს ხრუშჩოვკებს შეცლიდა. ჩვენთვის ამოცანაა მწვავე ავარიული სახლების რეაბილიტაციის პროცესის და ზოგადად უბნების რეაბილიტაციის პროცესის დაწყება”, - ამბობს ხოშტარია.

დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გამოყოფს იმ გარემოებას რომ ქალაქში არსებობს ისეთი ნაგებობები, რომლებიც ხრუშჩვკებზე ცუდ მდგომარეობაშია.

"თბილისში არის დაახლოებით 2000-მდე ავარიული კორპუსი და 12000 ავარიული სახლი. აქედან კონტექსტიდან ამოგლეჯვა - რომ მაინც და მაინც ხრუშჩოვკები უნდა გავამაგროთ მე ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია. ზოგირთი ხრუშჩოვკა კონსტრუქციულად უფრო მყარია ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში აშენებული კორპუსი”, - აცხადებს ელისაშვილი.