გუშინ ე.წ. პანამის დოკუმენტებს დამატებით 200 000 ოფშორული ანგარიში დაემატა. გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის ინფორმაციის მიხედვით, დოკუმენტებში ჯამში 82 ქართველია მოხსენიებული.
დოკუმენტებში სულ 73 ქართული მისამართია წარმოდგენილი რომელიც ოფშორულ ანგარიშებს უკავშირდება, მათი უმეტესობა თბილისში მდებარეობს.