Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ევროპული აკრედიტაცია (EA) საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგებს აღიარებს

592fe0b5c342d
BM.GE
01.06.17 13:41
1214
ევროპული აკრედიტაციის (EA) გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარების შეთანხმებას (EA BLA).
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, თანმიმდევრული რეფორმების შედეგი და ევროპის შესაბამისი ასოციაციის მიერ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება.

"ეს მიღწევა გააადვილებს ქართული პროდუქციის დაშვებას ევროპულ ბაზარზე და საქართველოს აკრედიტაციის ცნობას ევროპული სახელმწიფოების მიერ. შეთანხმება გავრცელდება აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ აკრედიტებულ შემდეგ სფეროებში: გამოცდები და დაკალიბრება; პროდუქტის სერტიფიკაცია; პერსონალის სერტიფიკაცია; ინსპექტირება", - განაცხადა პრემიერმა.