Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ევროპის 10 ყველაზე იაფი ქალაქი მოგზაურობისთვის

56f4129084a8d
BM.GE
24.03.16 20:04
1519
ქალაქების ღირებულების ბარომეტრმა ევროპის ყველაზე იაფი ქალაქების სია შეადგინა უქმეების გასატარებლად. Businessinsider-ის ინფორმაციით, კვლევა 35 ქალაქის მონაცემებს აერთიანებს. რეიტინგის შედგენისას 12 ცვლადი იქნა გამოყენებული, მათ შორის სამჯერადი კვების და ერთი ბოთლი ღვინის ღირებულება, ნომრის ფასი სამვარსკვლავიან სასტუმროში, ლუდისა და ყავის ფასი და ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულების ღირებულება.

სასტუმროების ფასის დასადგენად კვლევის ავტორებმა Hotels.com-ი გამოიყენეს, საანგარიშო პერიოდად კი მიმდინარე წლის 15-18 აპრილი იქნა აღებული.

რეიტინგში მეათე ადგილი საფრანგეთის ქალაქ, ლილიმ დაიკავა. კვლევის მიხედვით, ლილიში უქმეების გატარება 170 ევრო ჯდება. ქალაქში სამვარსკვლავიან სასტუმროში 2 ღამის გათენება ორ ადამიანს 72 ევრო დაუჯდება; ქალაქის აეროპორტიდან ცენტრამდე ავტობუსით ან მეტროთი გადაადგილება 7 ევრო ჯდება; ტურისტული ღირსშესანიშნეობების უმეტესობის მონახულება კი ქალაქში უფასოდ შეიძლება. სამჯერადი კვების საფასური 1 ბოთლ ღვინოსთან ერთად, ქალაქში 51 ევრო ჯდება.

ათეულში მოხვდა საბერძნეთიც. კერძოდ ათენში უქმეების გატარება 149 ევრო ჯდება. აქედან, სასტუმროში განთავსება 63 ევრო, აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტრანსფერი 7 ევრო, ქალაქის ტრანსპორტით სარგებლობის 48 საათიანი ვაუჩერი 7 ევრო, სამჯერადი კვება კი 31 ევრო ჯდება. რაც შეეხება კულტურულ ძეგლებს, აკროპოლისის ნახვა ტურისტებს 9 ევროდ შეუძლიათ.

რეიტინგში მერვე ადგილზეა პრაღა, სადაც კვლევის მიხედვით, უქმეების გატარება 141 ევრო ჯდება. ქალაქში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ორი ღამის გათენება, ორი ადამიანისთვის 70 ევრო ჯდება. აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მისვლა, 1,99 ევრო ჯდება, 48 საათიანი სამგზავრო ვაუჩერი კი 6 ევრო. სამჯერადი კვება ქალაქში, ერთ ბოთლ ღვინოსთან ერთად, 26 ევრო ჯდება.

მეშვიდე ადგილზე დუბროვნიკია. ქალაქში ორი ღამის გათენება ორ ადამიანს 41 ევრო დაუჯდება, სამჯერადი კვება 35 ევრო, აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტრანსფერი კი 7 ევრო. რაც შეეხება სხვა სახის პროდუქტს, დუბროვნიკში ყავის ღირებულება 0,87 ევროა, ლუდის 1,63 ევრო, ხოლო გამაგრილებელი სასმელის 1,62 ევრო.

ევროპის ყველაზე იაფიანი ქალაქების სიაში მოხვდა ლისაბონიც. ქალაქში განთავსება ორ ადამიანს 55 ევრო დაუჯდება, ქალაქის ცენტრამდე გადაადგილება 2,2 ევრო, ხოლო 48 საათიანი სამგზავრო ვაუჩერის ფასი 9 ევროა. ლისაბონში, სამჯერადი კვების ღირებულება კვლევამ 39 ევროდ შეაფასა.

კრაკოვი - ქალაქში უქმეების გატარება 133 ევრო ჯდება, აქედან 58 ევრო სასტუმროს ღირებულებაა, 1,90 ევრო აეროპოტიდან ქალაქის ცენტრამდე მისასვლელი თანხა, 42 ევრო კი საკვების თანხაა. ქალაქის სამეფო ციხესიმაგრის ნახვა ტურისტებს 3,42 ევრო უჯდებათ.

მეოთხე ადგილზე რიგა მოხვდა. რიგაში უქმეების გატარება 132 ევრო ჯდება. კვლევის მიხედვით, ქალაქში ორი ღამის გათენება 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ორ ადამიანს 42 ევრო დაუჯდება, სამჯერადი კვება კი 55 ევრო. რაც შეეხება სხვა ხარჯებს, ქალაქის აეროპორტიდან ცენტრამდე გადაადგილების ხარჯი 1,82 ევროა, ქალაქის 48 საათიანი სამგზავრო ბარათი კი 7,88 ევრო.

სამოგზაუროდ ყველაზე იაფი ქალაქების სამეულში მოხვდა ბუდაპეშტი. უნგრეთის დედაქალაქში ორი ღამის გათენება ტურისტებს კვლევს მიხედვით, 43 ევრო უჯდებათ. 7 ევრო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე გადაადგილება, 48 საათიანი სამგზავრო ბარათი 8 ევრო, ხოლო სამჯერადი კვება, ბოთლ ღვინოსთან ერთად 29 ევრო ჯდება.

მეორე ადგილი ვილნიუსმა დაიკავა. ქალაქში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ღამის გათენება ორ ადამიანს, ორ ღამეში 50 ევრო დაუჯდება. ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაოებების მონახულება ქალაქში უფასოა. საბოლოოდ, კვლევამ ვილნიუსში უქმეების გატარების ხარჯი 115 ევროდ შეაფასა.

სამოგზაუროდ ევროპაში ყველაზე იაფიან ქალაქად ვარშავა დასახელდა. უქმეების გატარება ვარშავაში 113 ევრო ჯდება. ქალაქში ორ ადამიანს 3-ვარსკვლავიან სასტუმორში ორი ღამის გათენება 54 ევრო დაუჯდება, სამგზავრო ბარათი 4 ევრო, სამჯერადი კვება 28 ევრო, ხოლო ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნეობების მონახულება ქალაქში უფასოა.