Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ევროპის 10 საუკეთესო უნივერსიტეტი

56f8131a24a35
BM.GE
27.03.16 21:03
1883
Time-მა უმაღლესი განათლების დაწესებულებების 2016 წლის რეიტინგი შეადგინა. ევროპის 10 საუკეთესო უნივერსიტეტიდან 7 ინგლისში მდებარეობს. აქედან პირველ ადგილზე ოქსფორდის უნივერსიტეტია, რომლის სარეიტინგო ქულა 94.2-ია. სამეულში შედის კემბრიჯის უნივერსიტეტი და ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი. მეოთხე ადგილზე შვეიცარიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტია, მეხუთეზე კი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი.
 
რეიტინგში მეექვსე ადგილზე მოხვდა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის მეცნიერებების სკოლა. ედინბურგის უნივერსიტეტი 10 საუკეთესო ევროპულ უნივერსიტეტებს შორის მეშვიდე ადგილზეა. მერვე ადგილზე მოხვდა ლონდონის სამეფო კოლეჯი. მეცხრე ადგილზეა შვედეთის კაროლინსკის ინსტიტუტი, მეათეზე კი ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის (გერმანია) სახელმწიფოუნივერსიტეტი.

საბოლოო ჯამში რეიტინგმა ევროპის 200 საუკეთესო უმაღლესი დაწესებულება გამოავლინა, საიდანაც 47 ბრიტანულია. გერმანიიდან საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის 36 მოხვდა. რაც შეეხება სკანდინავიის ქვეყნებს, რეიტინგში 11 შვედური და 6 ფინური უნივერსიტეტი მოხვდა.

საუკეთესო უნივერსიტეტის სიაში მოხვდა 5 რუსული სასწავლებელიც.

წყარო: weforum.org