Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ევროპაში უმუშევრობის დონე მცირდება

5724984e21285
BM.GE
30.04.16 15:31
1091
Eurostat-ის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ევროზონაში 2016 წლის მარტის მონაცემებით, თებერვალთან შედარებით 0,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10,2% შეადგინა. დაფიქსირებული მაჩვენებელი 2011 წლის აგვისტოს დროინდელ მონაცემებს გაუთანაბრდა. 2015 წლის მარტში უმუშევრობის დონე 11,2% იყო. ევროკავშირის შემთხვევაში მიმდინარე წელს უმუშევრობის დონე 8,8%-ია, რაც თებერვალთან შედარებით 0,1 პროცენტით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,1 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია.