Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ევროკომისიამ Facebook 110 მილიონი ევროთი დააჯარიმა

591d6db78e872
BM.GE
18.05.17 13:46
1121
ევროკომისიამ სოციალურ ქსელს Facebook 110 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა და აღნიშნულის მიზეზად WhatsApp-ის შეძენასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება დაასახელა. 

"ევროპის კომისიამ Facebook-ი 110 მილიონი ევროთი დააჯარიმა ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რაც WhatsApp-ის შეძენას ეხებოდა“- წერია ევროკომისიის პრეს-რელიზში.

ოფიციალური გამოძიება სოციალური ქსელის წინააღმდეგ გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ევროკომისიის ცნობით, Facebook-ს ორი სხვადასხვა დარღვევა ჰქონდა - WhatsApp-ის შერწყმასთან დაკავშირებით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია და კომისიის მოთხოვნაზე საპასუხო არასწორი ინფორმაცია.