Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თიბისი კაპიტალი რუსებისა და ბელორუსების შემოდინების ზრდას ელოდება

BM.GE
22.03.22 14:26
284
თიბისი კაპიტალი რუსეთ - უკრაინის კონფლიქტის ფონზე საქართველოში რუსებისა და ბელორუსების შემოდინების ზრდას ელოდება. როგორც საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში წერია, მიგრაციის ეფექტიდან საქართველომ წლიურად შეიძლება 200 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღოს. საუბარია ისეთი ტიპის შემოსავლებზე, როგორებიცაა ბინის ქირა, გართობასა და დასვენებაში, შოპიგნში დახარჯული თანხები და ა.შ. “სადღეისოდ ვფიქრობთ, რომ ლარის გამყარების ალბათობა გაუფასურებასთან შედარებით მეტია”- ნათქვამია თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულ განახლებაში.