Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში, თითოეული ბრიტანული ოჯახი წელიწადში 4.3 ათას ფუნტს დაკარგავს

5715ffb158948
BM.GE
19.04.16 13:50
1045
"იმ შემთხვევაში თუ ბრიტანელები 23 ივნისს მხარს ევროკავშირიდან გამოსვლას დაუჭერენ დიდი ხნით გაღარიბდებიან", - დიდი ბრიტანეთის ხაზინის მიერ გავრცელებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბრიტანელებს საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმენებთ.
 
ჯორჯ ოსბორნმა განაცხადა, რომ brexit საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების უპრეცედენტო აქტი იქნება. დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2030 წლისთვის 6%-ით შემცირდება, ანუ თითოეული ბრიტანული ოჯახი წელიწადში 4.3 ათას ფუნტ სტერლინგს დაკარგავს. brexit-ის შემთხვევაში, ქვეყნის ბიუჯეტი 45 მლრდ ევროს მოცულობის გადასახადებს დაკარგავს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბრიტანეთი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივ ხელშეკრულებებს გააფორმებს.