Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ევროკავშირი თურქეთს სავიზო რეჟიმს სპეციალური პირობების შესრულების შემთხვევაში მოუხსნის

572a11674cbfa
BM.GE
04.05.16 19:03
1166
ევროკომისიამ დღეს ბრიუსელში თურქეთთან უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხი განიხილა. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ.

"თურქეთმა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია, მაგრამ ამ მოკლე დროში კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და თუ თურქეთი ამის განხორციელებას განაგრძობს, უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება ძალაში შევა. თურქი მოსახლეობისთვის ვიზებს მაშინ გააუქმებენ, როდესაც თურქეთი ყველა პირობას შეასრულებს," - განაცხადა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთთან უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება ბრიუსელისა და ანკარის შეთანხმების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც თურქეთი საბერძნეთიდან დაბრუნებული მიგრანტების მიღებას დათანხმდა, რომლებიც იქ არალეგალურად იმყოფებოდნენ.