ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.4923 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით, 0.0229 პუნქტით გაუარესებული მაჩვენებელია. ლარი გაუფასურდა ევროსთანაც, ერთი ევროს ღირებულება 2.6974 ლარი გახდა.