Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეროვნული ბანკი: "საქართველოში ჩინური ბანკის შემოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა"

5923d8ca0cade
ელენე გოგბერაშვილი
23.05.17 10:36
831
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოში ჩინური ბანკის შემოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა.

"არის ინტერესი ასეთი ბანკის დაარსებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ინვესტიროსთვის, რომელსაც სურს საქართველოში შემოსვლა და საბანკო ლიცენზიის აღება, ბაზარი არის გახსნილი. ჩვენ მივიღებთ და დავამუშავებთ ყველა ინფორმაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნება ნებისმიერი ინვესტორისგან. ჩვენ წინასწარი განხილვებიც გვაქვს ხოლმე ასეთ ინვესტორებთან. წარვუდგენთ ყველა იმ ინფორმაციას, რაც მათ უნდა წარმოადგინონ იმისთვის, რომ აიღონ ასეთი ლიცენზია. კონსულტაციები იყო ეროვნულ ბანკთან, ყოველთვის კარგია ის პრინციპი, იცოდნენ რა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ, რომლითაც უნდა მოგვმართონ",- აცხადებს კობა გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოში ახალი ჩინური ბანკის დაარსებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.