Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ეროვნული ბანკი: დღეს არსებული მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელს მსოფლიოში

590ad07f006c7
თელარა გელანტია
04.05.17 10:54
1283
2017 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი „კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების განახლებას გეგმავს.

როგორც წლიურ (2016) ანგარიშშია ნათქვამი, საბანკო ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული იურიდიული პირისა და ლიცენზირებული კომერციული ბანკების მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა განისაზღვრება 50 მლნ ლარის ოდენობით. უკვე ლიცენზირებული კომერციული ბანკებისათვის კი დაწესდება აღნიშნული მოთხოვნის შესრულების ვადები სამ ეტაპად:

"მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 მილიონ ლარს 2017 წლის 31 დეკემბრისათვის, არანაკლებ 40 მილიონ ლარს 2018 წლის 30 ივნისისათვის და არანაკლებ 50 მილიონ ლარს 2018 წლის 31 დეკემბრისათვის. აღნიშნული ცვლილების მიზანია შეზღუდოს რისკის გაზრდის მოტივაცია დაბალი კაპიტალიზაციის ბანკებში და განამტკიცოს ფინანსური სტაბილურობა. აღსანიშნავია, რომ დღეს არსებული მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელს მსოფლიოში და არ შეესაბამება ქვეყნის და მისი ფინანსური სექტორის განვითარების დონეს", - წერია ანგარიშში.