Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ერიკ ლივნი: იმისთვის, რომ ევროპას დავეწიოთ ჩვენი ეკონომიკური ზრდა 5-6 პროცენტი უნდა იყოს

570f72a3a0149
BM.GE
14.04.16 14:34
1032
"იმისთვის, რომ ევროპას დავეწიოთ ჩვენი ეკონომიკური ზრდა 5-6 პროცენტი უნდა იყოს", - განაცხადა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში ISET-ის პრეზიდენტმა ერიკ ლივნიმ. მისი თქმით, "აისეტი" მიმდინარე წელს საქართველოში 3%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს.
 
როგორც ერიკ ლივნი განმარტავს, საქართველოსთვის 2015 წელი 2008-2009 წლების შემდეგ, ყველაზე რთული იყო და ის ფაქტი რომ ქვეყანამ მაინც მოახერხა ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ოპტიმიზმის საბაბს იძლევა.

"ყველა მონაცემი გვიჩვენებს, რომ უარესი უკან არის, საქართველომ ეს პერიოდი გადალახა. ეხლა შეგვიძლია ვიხილოთ დადებითი ტენდენცია როგორც ექსპორტის, ასევე წარმოებისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს თავშეკავება და ამას გლობალური გარემოდან უნდა შევხედოთ, ჩვენ დღეს სუსტები ვართ. საქართველო ისეთ ქვეყნებთან ვაჭრობს ვიზეც დიდი გავლენა იქონია ნავთობზე შემცირებულმა ფასებმა", - განაცხადა ერიკ ლივნიმ.

რაც შეეხება ISET-ის გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც, ბიზნესის დადებითი მოლოდინები "კვირიკაშვილის ეფექტთან" არის დაკავშირებული, ერიკ ლივნი ამბობს, რომ მოლოდინები განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში გაიზარდა. მისივე თქმით, აღნიშნულის ერთ-ერთი განმაპირობებელი ის ფაქტიც არის, რომ მსხვილ ბიზნესს დღეს პრემიერთან უშუალო კონტაქტის დამყარების საშუალება აქვს, რაც ლივნის განცხადებით, წინა პრემიერის დროს შეუძლებელი იყო.

"კვირიკაშვილი ეფექტი არ არის მეცნიერული განსაზღვება. ჩვენ ხშირად ვხვდებით ბიზნეს და ვაკვირდებით ტრენდს. თებერვალში, 2 თვის შემდეგ, რაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერი, ბიზნესის მოლოდინი გაუმჯობესდა. დღეს ბიზნესის მოლოდინია, რომ მომავალი უკეთესი იქნება.

დაანონსებული ინიციატივებისგან მეტ სარგებელს მსხვილი ბიზნესი მიიღებს. დიდ ბიზნესს კარგი წვდომა აქვს უშუალოდ პრემიერთან და მთავრობასთან", - განაცხადა ლივნიმ.

რაც შეეხება მოგების გადასახადის რეფორმის გადავადებას, ლივნის თქმით, ბიზნესის არგუმენტი ამ ინიციატივის დროს ნათელია. „თუ რეფორმა გატარდებოდა წლის შუა პერიოდში, ეს იმისკენ მიგვანიშნებედა რომ ნოემბერში ფინანსური ანგარიშების წარდგენა ახალი სისტემით უნდა მომხდარიყო. ეს უბრალოდ ხელს შეუშლიდა იმ რუტინას, რომელიც ამ ბიზნესებში უკვე ჩამოყალიბებულია", - აცხადებს ლივნი. მისივე თქმით, კვირიკაშვილის მიერ დაანონსებული რეფორმებიდან ყველაზე გვიან შედეგს ის ადამიანები ნახავენ, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან. ამ ფაქტს უკავშირებს ლივნი NDI-ის კვლევის შედეგებსაც.

"საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა საკამოდ დაბალია. მოსახლეობის უმეტესობა თვითდასაქმებულია, ეს ის ხალხია ვინც უმეტესად სოფლებში და რეგიონებში ცხოვრობს. მათ უჭირთ სამუშაოს პოვნა, რადგან საქართველოში ისეთი ტიპის სამუშაო ადგილები იქმნება, რომელიც საჭიროებს ენების ცოდნას, განათლებას, რომელიც თანამედროვეა და უნდა ტექნიკური ცოდნა, - ეს კი ისაა რაც ამ ხალხს არ აქვს.

თქვენი კულტურული მიდგომაა, რომ კლიენტი ყოველთვის მცდარია და არ მგონია რომ ამ მიდგომით მიიღოთ სამსახური მომსახურების სფეროში, უნდა დაიჯეროთ რომ კლიენტი ყოველთვის მართალია.

ეკონომიკას მეტი პროფესიული ცოდნის მქონე ადამინი სჭირდება", - განაცხადა ერიკ ლივნიმ.