Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ერდოღანი: "თურქული ნაკადი" არა რუსეთმა, არამედ თურქეთმა გაყინა

5664699b0411f
BM.GE
06.12.15 20:50
1581
თურქეთის პრეზიდენტი "თურქული ნაკადის" პროექტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, "თურქული ნაკადი" თურქეთმა "გაყინა“ და არა რუსეთმა. ერდოღანის განცხადებით, აღნიშნული მიზეზი რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაა. თურქეთის პრეზიდენტი განმარტავს, რომ თურქული ნაკადის პროექტი ჩიხში რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვამდე შევიდა.
 
შეგახსენებთ, რომ "თურქული ნაკადის" მშენებლობის დაწყება 2016 წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი. გაზსადენმა რუსეთი და თურქეთი შავი ზღვის გავლით უნდა დააკავშიროს.