eMoney-ს საფულეს ახალი კრიპტოვალუტა დაემატა. Ripple არის კრიპტოვალუტა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ფინანსური ინსტიტუტებისა და გადახდის პროვაიდერებისთვის.
ის არის შუამავალი ცენტრალიზებულ ვალუტებს შორის და უზრუნველყოფს საერთაშორისო ფულად ტრანზაქციებს მოკლე დროში, დაბალი დანახარჯებით. eMoney-ში ამბობენ, რომ Ripple სწრაფად უზრუნვლყოფს, დაახლოებით 4 წამის მანძილზე და 1 წამში 1000-ზე მეტი ტრანზაქციის გაკეთებაა შესაძლებელი.