Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Emirates Airlines-მა მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისის შესრულება დაიწყო

56d70b1fa78b8
BM.GE
02.03.16 19:40
1229
1 მარტიდან არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია, Emirates Airlines-მა მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისის შესრულება დაიწყო.
 
ახალი პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 17 საათსა და 15 წუთს შეადგენს. ამ პერიოდში თვითმფრინავი 8819 მილს (14 193 კმ) დუბაიდან ოკლენდის მიმართულბით გაივლის.

ფრენის ხანგრძლივობის მიხედვით, წინა რეკორდი ავიაკომპანია Qantas-ს ეკუთვნოდა, რომელიც სიდნეიდან დალასის მიმართულებით, 17 საათის განმავლობაში 8578 მილის (13,805 კმ) გავლას გულისხმობდა.

თუმცა შესაძლებელია, რომ ახალი რეკორდი დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელდეს. ავიაკომპანია Qantas-ი ავსტრალიიდან ლონდონის მიმართულებით Boeing 787-9-ით უწყვეტ ფრენის შესაძლებლობას განიხილავს.